25 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ერთიანდებიან

მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ერთიანდებიან. სპეციალური მოწვევით ჩამოსული იტალიელი ტენორი, ჯუზეპე საბატინი ნინო სურგულაძის ფონდ ნატვრის ხის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უხელმძღვანელებს.

ბარბარა ფრიტოლი, კარლოს ვენტრე და სიმონე პიაცოლა,ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია ვინც მსმენელის წინაშე უნდა წარსდგეს.

ოპერის სცენაზე იტალიელი ვარსკვლავების გამოსვლა სიმბოლურიცაა, რადგან ღონისძიება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა.

შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად. გალა კონცერტის ტრანსლაციას რუსთავი2 უზრუნველყოფს.

დღის ამბები