საპარლამენტო კონტროლი და საარჩევნო რეფორმა - ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე მუშაობას პარლამენტი განაგრძობს. საკითხებზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
საარჩევნო რეფორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მთლიანად ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. მისზე მსჯელობა, პირველი მოსმენით, იურიდიულ კომიტეტზე ერთ კვირაში იგეგმება.
რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, ცვლილების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობა მთავრობის წევრებზე კიდევ უფრო მეტად დინამიური ხდება.