იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, მემარჯვენე კოალიციას 45 პროცენტი აქვს. მედიის ინფორმაციით, არჩევნებში საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, მემარჯვენე ლიდერი, ჯორჯია მელონი, შესაძლოა, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს. მელონის კოალიციური პარტნიორები - მატეო სალვინის პარტია "ლიგა" და სილვიო ბერლუსკონის პარტია "წინ იტალია" არიან.
არჩევნებში მელონის მთავარი კონკურენტი მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ენრიკო ლეტაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შედეგები დღეს გამოცხადდება, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს.