პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ კეზერაშვილის სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებიან მისი ნების შემსრულებლები. ამასთან, გიორგი ცაგარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ კეზერაშვილი პარტიაში დანერგავს თავის "თამაშის წესებს"
"სააკაშვილმა დახლზე გამოიტანა და ბატონმა კეზერაშვილმა შეიძინა, სხვა მყიდველი არ გამოჩნდა. სწორედ იქ, პარტიის ახალი მესაკუთრე დანერგავს თამაშის ახალ წესებს. ამ თამაშის ახალ წესებში, როგორც ჩანს, არ ეწერება ბატონი მელია. ეწერება ნებისმიერი ისეთი, ვინც ყურმოჭრილი მონა იქნება კეზერაშვილისთვის, იქნება მისი ნების ბრმა შემსრულებელი. ასეთად, შეიძლება მოვიაზროთ ხაბეიშვილი, ან რომელიმე ასეთი კომიკური პერსონაჟი,"-განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ მათ პარტიას ამ დრომდე დაფინანსება არავისგან მიუღიათ და არ ადასტურებენ, რომ პარტიაში შესაძლოა იყოს კეზერაშვილის "კლანი"