სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსა და უფრაქციო დეპუტატებს წერილობით მიმართა.
მიმართვის მიზანი დეპუტატებთან შეხვედრა და ინსტიტუციის განვითარების მიზნით საკუთარი ხედვების გაზიარებაა.
"მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციონერებმა იცოდნენ ჩემი ხედვები მიცნობდნენ კარგად და ასე შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია,"- მარიკა არევაძე.
არევაძემ განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. კანდიდატების მიმართვის ვადა 29 სექტემბერს იწურება.