უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია, შედეგები, გამოწვევები და მისი გავლენები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ამ თემებზე გაიმართა დღეს საჯაროს დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ პლიტიკის ანალიტიკოსები, და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ანალისტიკოსებმა წარადგინეს ერთობლივი კვლევა.
40 გვერდიან დოკუმენტში საუბარია რუსეთ უკრაინის ომზე და მის გავლენებზე საქართველო უკრაინასა და აზერბაიჯანში. დოკუმენტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დღევანდელი კონფერენცია დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
"საკითხი, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებისთვისაც. ევროკავშირი საქართველოს სუვერენობას მხარს უჭერს,"- აცხადებს ჰერჩინსკი.