ირაკლი ზარქუა ნაცმოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე: ხაბეს ხელი არ მოხვდეს!
"უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარ ჩხუბის ფაქტს.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას უკან, ბუმერანგივით დაუბრუნდა, ის რასაცა ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანას უწყობდნენ.
"ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო, მერე უარყვეს. ახლა, კონკრეტულმა დაზარალებულმა, თუ არ ვცდები, იმას მოხვდა მეტი, თუ მეორეს არ ვიცი. თქვა, რომ შეხლა-შემოხლა ყოფილა. აი, ეს არის მთელი აბსურდის თეატრი, რასაც ესენი პროვოკაციას უწყობდნენ ქვეყანას, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ახლა, ერთმანეთში არკვიონ.
უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.