"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე ოპოზიციას ლიდერის ასარჩევად პრაიმერისის ჩატარებას სთავაზობს. როგორც თავად აცხადებს, ოპოზიციაში ახლა კრიზისია და პოლიტიკას სჭირდება დიდი დარესტარტება.
მისი თქმით, უნდა მოეწყოს პრაიმერისები, უნდა მოეწყოს არჩევნები ფარულად და ელექტრონულად.
"ფაქტია, რომ ოპოზიციაში არის სრული კრიზისი. არის კრიზისი იდენტობის, მორალის, არის კრიზისი კომპეტენციის. გამონაკლისები არ არსებობენ და ჩემი აზრით, როდესაც გვაქვს კრიზისი, უნდა იყოს არჩევნები. მას შეუძლია პიროვნულად მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლია გაიმარჯვოს, შეუძლია გააგრძელოს გზა, მაგრამახლა პოლიტიკას სჭირდება დიდი დარესტარტება და ამ დიდი დარესტარტების ფარგლებში უნდა მოეწყოს პრაიმერისები, უნდა მოეწყოს არჩევნები ფარულად და ელექტრონულად, იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია ლიდერებმა ავიღოთ თავიდან და მათ შორის დაიბადოს ახალი ლიდერები ან ძველებმა ვისაც მეტი ეკუთვნის, მეტი ლეგიტიმაცია მიიღოს,“ - ამბობს ნიკა ობოლაძე.