15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ეს არის უბრალოდ ფარისევლობა და არასდროს იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე - ასე უპასუხა ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"- ის მიერ დასმულ შეკითხვას

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა, სენატორმა ბენ კარდინმა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის შეკითხვას უპასუხა. 

კარდინის თქმით, ბელარუსი თანამონაწილეა იმის, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს.

"ბელარუსი არის თანამონაწილე იმის, რასაც ბატონი პუტინი აკეთებს უკრაინაში და ეს იგივეა რის გაკეთებასაც რუსეთი უკრაინაში ცდილობს. ეს არის უბრალოდ ფარისევლობა და არასდროს იქნება აღიარებული საერთაშორისო დონეზე და არავითარი ლეგიტიმაცია ამას არ ექნება," - განაცხადა კარდინმა.

დღის ამბები