28 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ამ წუთებში, ევროპის მოედანზე თბილისობისთვის დაგეგმილი გალა-კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ევროპის მოედანზე თბილისობისთვის დაგეგმილი გალა-კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს. "უჩინმაჩინის ქუდი" - პირველ ოქტომბერს სწორედ ამ მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართება. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, "უჩინმაჩინის ქუდი" ერთგვარი "დროის მანქანაა", რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

მსმენელის წინაშე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები წარდგებიან. რეჟისორის დავით დოიაშვილი, კომპოზიტორი კი რუსა მორჩილაძეა- დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა 2022" პირველ და ორ ოქტომბერს აღინიშნება.

დღის ამბები