15 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
"ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე" - ჯო ბაიდენი

"ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე" - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ რეფერენდუმებს სიყალბე უწოდა და განცხადა, რომ მათი შედეგები მოსკოვის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული.

"მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტური ტყუილი. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიურად, ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე თავისუფლების დასაცავად. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, არის გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა," - განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები