25 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. სხდომაზე მხარეები ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენენ. საბოლოო სიტყვისთვის მზად არის დაცვის მხარეც.

უფლებადამცველები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დაუპატიმრებიათ.

დღის ამბები