ომბუდსმენის ანგარიშის შეფასებისას უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილი ანგარიში არ ეფუძნება ფაქტებს და არის მიკერძოებული. თავად ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ ის ოპოზიციის ინტერესებს ატარებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მოგვევლინა კონკრეტულად ერთი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წარმომადგენლების დამცველად. მან ვერ შეძლო ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობის, ობიექტურობის ტესტის ჩაბარება, რაც ძალიან სამწუხაროა.
ასევე უნდა ითქვას, რომ ანგარიში, რომელიც წარმოადგინა დაცლილი არის კვალიფიკაციის კუთხით და სავსე არის სამაგიეროდ პოლიტიკური ხაზით," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.