15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის ცხოვრების ირონიაა, რომ ოლიგარქის ტერმინი ბუმერანგივით მიუბრუნდათ უკან - შალვა პაპუაშვილი დავით კეზერაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდა ოლიგარქიასთან დაკავშირებით ბრალდებები. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" თემაზე საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილს არათუ აფინანსებს, არამედ მართავს კიდეც ოლიგარქი. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ოპოზიცია უარს ამბობს ოლიგარქიის შესახებ უკრაინული კანონის მოდელის გაზიარებაზე და არც საკუთარ მოდელზე არ მუშაობს.

"რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად ოლიგარქის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და რაც მთავარია, ამას აღიარებენ. რადიკალური ოპოზიციის ცხოვრების ირონიაა ამაში, რომ ეს ტერმინი ბუმერანგივით მიუბრუნდათ უკან. ესეც იყო მიზეზი, რომ ოპოზიცია არათუ უკრაინულ მოდელზე ამბობს უარს, არამედ განაცხადეს, რომ საკუთარ მოდელს წარმოადგენდნენ კანონისა და ესეც არ წარმოადგინეს. მიზეზი არის ერთი, რომ რანაირი შინაარსიც არ უნდა მისცენ ამ კანონს, ნებისმიერი კანონის მიხედვით ოლიგარქებს აღმოაჩენენ საკუთარ რიგში. თუკი ვსაუბრობთ ამის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, არსებობს მოდელი და ვუყურებთ ოპოზიციას თუ რა იქნება მათი პოზიცია.თუ იქნება კონსენსუსი, რომ გვჭირდება კანონი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს კანონი.

კარგი, რაც უკვე მოიტანა ამ მთლიანმა პროცესმა, მოიტანა აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას არამხოლოდ აფინანსებს, არამედ მართავს კიდევაც ოლიგარქი. ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად პარტია ჩამოიშალა ლამის უკვე იმიტომ, რომ პარტიის შიდა მმართველობაში ხისტად ჩაერია ოლიგარქი,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები