15 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
"კატეგორიულად ვგმობ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მიერ ზაპოროჟიას, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უკანონო ანექსიას კატეგორიულად გმობს. შალვა პაპუაშვილი საკითხს twitter-ის გვერდზე ეხმაურება. 

"კატეგორიულად ვგმობ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიას და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უგულებელყო საერთაშორისო ფუნდამენტური პრინციპები. კანონს არ აქვს ლეგიტიმაცია და არის აშკარა უარი ნებისმიერ მომავალზე გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის," - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები