იტალიის სერია ა-ში დღეს საღამოს მე-8 ტურის 3 მატჩი გაიმართება. მილანის ინტერი ჯუზეპე მეაცაზე რომას მიიღებს, ხოლო ემპოლი კარლო კასტელანიზე მილანს უმასპინძლებს.
ჩვენთვის კი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისა და ტორინოს დაპირისპირება. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, თამაში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ლუჩანო სპალეტის გუნდი ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ეცდება. ნეაპოლელები სერია A-ს ლიდერობას ბერგამოს ატალანტასთან ერთად იყოფენ 17-17 ქულით.