08 მაისი 2024,   16:05
ვრცლად
"ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად, მისი ბებო ეუბნებოდა, თითქოს მე მქონდა კუდი" - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომას პირველად ესწრება თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი. დარბაზში იმყოფებოდა დაზარალებულად ცნობილი ნეკა დოროყაშვილიც.

დაიკითხა ჩოგბურთელის დედა ნატალია ნაჭყებია. მან ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ რძალთან, გაიხსენა ნეკა დოროყაშვილის და მისი შვილის ქორწინების პერიოდი, კითხვები დაისვა დაზარალებულის მუშაობის საკითხზეც.

ნატალია ნაჭყებიას თქმით, ნელი დოროყაშვილთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ნიკამ მასთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს, რომ ბავშვს რაიმე უარყოფითი ეთქვა ჩვენს მიმართ. ამბობდა, რომ მისი ბებო ეუბნებოდა, თითქოს მე მქონდა კუდი," - განაცხადა ბასილაშვილის დედამ.

 

დღის ამბები