15 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"ჩემს 3 შვილს, ერთი წლის წინ დაენიშნა ფინანსური დახმარება მთავრობის დადგენილებით, ვიკითხე სააგენტოში ამის შესახებ" - ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულში

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში - კონფლიქტი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები და საკრებულოს წევრები მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ფაქტს, დანაშული უწოდა:

"დაამობილიზეს ეს ხალხი საჩხუბრად. სოციალურად დაუცველებს ლუკმას არ აძლევენ, 5000 კაცი მომლოდინეა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აძლევენ ამ დახმარებას და ესენი ჩხუბობენ. ფიზიკურად მზად არიან შეჭამოს ყველა და ყველაფერი, ვინც მათ ფულს შეეხება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ბრალდებას, სოციალური მომსახურების სააგენტოში უსაფუძვლოს უწოდებენ:

"ადამიანს კანონის შესაბამისად, იმ დროისათვის დაენიშნა დახმარება ბავშვებზე. მოიპოვა უფლება, რომ აეღოთ ბავშვებს თანხა,"- აღნიშნავს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კიაზო გამრეკელაშვილი.

ბრალდებებს ასევე უპასუხა ადრესატმა დავით კიკნაძემ და თქვა, რომ მას და მის ოჯახს არ მიუღია სოციალური დახმარება და მისი თქმით, ეს იყო თანხა, რომელიც ოჯახმა მესამე შვილის შეძენის შემდეგ მიიღო. დავით კიკნაძე, ასევე, ამბობს, რომ როდესაც ეს თანხა აიღო, საჯარო პირი არ იყო. 

""ნაციონალური მოძრაობის" მიერ პოლიტიკური ანგარიშსწორების კუთხით, დაიწყეს აპელირება, რომ ჩემს სამ შვილს ეძლეოდა ფინანსური დახმარება. ეს დახმარება მათ 1 წლის წინ დაენიშნათ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. როცა მე მე გავხდი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ორჯერ განვაცხადე სოციალურ სააგენტოში, რადგან შეიცვალა ჩემი მდგომარეობა და ამას ხომ არ ექნებოდა ზეგავლენა ბავშვების ფინანსურ დახმარებაზე, მათ გამცეს პასუხი, რომ პანდემიის პერიოდში, არ ჰქონდათ სოციალური შემოწმების უფლება ოჯახებში. ეს დაიხვია ხელზე "ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩამოვიდა ჯერ საკრებულოს წევრი რომ იყო და ყოველ დღე რომ სცემდნენ, ლევან ხაბეიშვილი და ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. მას ამაზე სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა,"- აცხადებს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე.

დღის ამბები