29 აგვისტო 2026,   14:21
ვრცლად
ზურაბ აზარაშვილი დმანისის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო

ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო. ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დმანისის საავადმყოფოს განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკას სრულიად ახალი და თანამედროვე რენტგენის აპარატურა უკვე გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.

ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ტელემედიცინის პროგრამას გაეცნო. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე 27 სოფლის ამბულატორიაშია დამონტაჟებული, წლის ბოლომდე კი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება.

დღის ამბები