19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
კვარაცხელია "აიაქსის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ნაპოლიმ" უეფას "ჩემპიონთა ლიგაზე" მორიგი მატჩი ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართა. ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელიამ "აიაქსის" წინააღმდეგ 1 საგოლე გადაცემის და 1 გოლის გატანა შეძლო. მისი პასის შემდეგ ჯერ ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო შემდგომ კი თავად შეძლო მეტოქის კარის აღება 11 მეტრიანი ნიშნულიდან. 

"ნაპოლიმ" საბოლოოდ ანგარიშით 4-2 იმარჯვა.

დღის ამბები