ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს იქ მყოფი არასრულწლოვნების, 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საგამოძიებო უწყებას ძირითადად კითხვები ჰქონდათ თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ეს პირები მომხდარის შესახებ. როგორც გამოკითხვაზე მყოფმა პირებმა განაცხადეს, მოსწავლეების ნაწილი სკოლაში არ გამოცხადებულა და ამის შესახებ პირველივე გაკვეთილზე ეცნობათ მშობლებს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.