19 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომლებიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს - ანდრია ბასილაია

თბილისის ვიცე-მერი, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის სრული დაცვით შესრულდა.

იგი განმარტავს, რომ სამუშაოებს ზედამხედველობას ასევე უწევდა პროექტის ავტორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვიცე - მერის მტკიცებით, არც ერთ ეტაპზე, შესაძლო არასწორად განხორციელებულ რაიმე სამუშაოზე პრეტენზია არ გამოუხატავს.

"რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად, გამოძიება ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა, რომლებიც იდო პროექტში და შემდგომ იყო განხორციელებული სამუშაოების დროს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას.

სამუშაოები გაკეთდა ისე, როგორც იყო პროექტში, მეტსაც გეტყვით, თვითნ ავტორს ხელშეკრულებით ევალებოდა საავტორო ზედამხედველობა და იგი ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია პროექტისთვის. პროექტის მსვლელობისას რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა, უშუალოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის, ავტორს და შემსრულებელ კომპანიას შორის და არცერთხელ არ დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით რომ რაიმე არ კეთდებოდა პროექტის მიხედვით," - განაცხადა ბასილაიამ.

დღის ამბები