19 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
თეიმურაზ პირველის ქუჩაზე დღეს გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა - დედაქალაქში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩა წლების განმავლობში ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელი იყო. ადგილი ტყის განაპირა ზოლს უფრო გავდა, სადაც მეორხარისხოვანი გზა ავტომობილების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნა. მოსახლეობისთვის პრობლემებს ქმნიდა ცუდი ამინდი და ზამთრის პერიოდი. მთავარ გამზირამდე მისვლა გრუნტოვანი გზის გავლით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

თბილისის მერიამ დიდ დიღომში ქუჩის მოწესრიგება აპრილში დაიწყო. ხელოვნურად გაკეთებული გრუნტის გზა ჯერ მძიმე ტექნიკით გასწორდა, დაიყარა ხრეში და 10 417 კვ / მეტრზე ეტაპობრივად ასფალტის საფარის დაგება მოხდა, მოეწყო ტროტუარი. შესრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა და თეიმურაზ პირველის ქუჩა ოფიციალურად გახსნა

თეიმურაზ პირველის ქუჩა დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ გამზირს - მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს . პარალელურად გზების დამაკავშირებელ კვანძზე მოეწყო ე.წ. ნახევარწრე, რომელიც საგზაო მოძრაობას მოაწესრიგებს.

გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. რომლის საშუალებით დღის განმავლობაში დაახლოებით 60 000 მგზავრი გადაადგილდება.

დიდი დიღომში , თეიმურაზ პირველის ქუჩა და ამ გზასთან დამკავშირებელი ორი კვანძის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დახარჯა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით ერთდროულად დაახლოებით 20 ლოკაციაზე მიმდინარეობს. გზის მოწესრიგება, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირებზეც იგეგმება.

დღის ამბები