ავარია ლისზე - შემთხვევა ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულია 32 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.