საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რუსთავში ორი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით სამი მილიონი ლარია.
პროექტის დასრულების შემდეგ 2 500-ზე მეტი მოსწავლე განათლებას თანამედროვე სტანდარტების გარემოში მიიღებს. სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რუსთავის მერი და სააგენტოს დირექტორი.