29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებულ ნარკორეალიზატორებს შორის 2003-04 წელს დაბადებული ახალგაზრდებიც არიან

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია - მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს. სპეციალური ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-ობით წარმომადგენელი მონაწილეობდა, რამდენიმე დღე გაგრძელდა. სამართალდამცველებმა გაშიფრეს ნარკოდანაშაულის სქემა, მიაგნეს ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდდა.

სულ დააკავეს 24 დამნაშავე. ე.წ. ბარიგებს შორის არიან 2004 და 2003 წელს დაბადებული ახალგაზრდებიც. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელი გაზრდილია. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვისთვის, დამნაშავეს შესაძლოა ციხეში ყოფნა სამუდამოდ მოუწიოს.

სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი, კეტამინი, სუბოტექსი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

დღის ამბები