სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო ორგანოს შუალედური არჩევნები იწყება. ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ამომრჩეველმა ხმა მათთვის სასურველ პარტიას უნდა მისცენ. ამ დროისთვის კონგრესში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს.
კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება არჩევნებში რუსეთის ჩარევა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ შტატების არჩევნებში ჩარევის შესახებ ასე ღიად ის თაღლითები საუბრობენ, ვინც პუტინთან და კრემლთან დაახლოებულები არიან.
პრაისის თქმით, ვაგნერის დაჯგუფების დამფუძნებელი პრიგოჟინი, აშშ-ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო სანქცირებული პირია. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთი ერეოდა, ერევა და ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში.
"მის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით. მისი გაბედული აღიარება, როგორც ჩანს არის დაუსჯელობის გამოვლინება, რომელსაც ის თაღლითები ავცრელებენ, რომლებიც ერთგული მეგობრები არიან პრეზიდენტ პუტინისა და კრემლის.
როგორც უკვე იცით, ეს ინდივიდი ევგენი პრიგოჟინი სანქციერებულია 2018 წლიდან იმის გამო, რომ ჩაერია ჩვენს საარჩევნო პროცესებსა და ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა არ ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი, მის წინააღმდეგ იმოქმედებს. ვისურვებდით, რომ რუსეთის ფედერაციას ემოქმედა მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ღიად იკვეხნის სუვერენული სახელმწიფოს არჩევნებში ჩარევით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ქვეყნების საპასუხოდ, რომელიც ჩვენს არჩევნებში ჩარევას შეეცდება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.