ვისთან მიდის საერთაშორისო გამოძიების კვალი და უშულოდ ვინ ხელმძღვანელობს "ქოლცენტრების" დანაშაულებრივ ქსელს - ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული მალე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
გამოძიებისთვის ცნობილია, თუ როგორ ითვისებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ევროკავშირის, მათ შორის გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ მილიონებს.
ერთ-ერთი ოფისი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ვაკეში, "აქსის თაუერსში" მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება იოსებ მგელაძის საკუთრებაა.
მგელაძე კეზერაშვილთან მეგობრობას და წარსულში მასთან ბიზნეს-პარტნიორობას ადასტურებს, თუმცა "ქოლცენტრებთან" კავშირს უარყოფს.