რა გეგმები აქვს "რუსთავის წყალს" უახლოეს პერიოდში - პრეზენტაციაზე ითქვა, რომ კომპანია 2022-2023 წლებში რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გეგმა მაგისტრალური მილსადენისა და წყალმომარაგების შიდა ქსელების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პრეზენტაციის შემდეგ, რუსთავის მერი, სემეკის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის გუბერნატორი, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზეც გაეცნენ.