"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნებისთვის ემზადებიან - როგორც ფრაქციის წევრები ამბობენ, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს. საბოლოოდ წარმოდგენილი თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატები კი წინასაარჩევნო კამპანიებს გამართავენ, შეხვდებიან მოსახლეობას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.