15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
რუსული რაკეტები კოლექტიურ უსაფრთხოებას მოხვდა, საჭიროა მოქმედება - ზელენსკი

რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, საჭიროა მოქმედება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს მოხდა ის, რის შესახებაც გაფრთხილებას ჩვენ დიდი ხანია, ვაკეთებდით. რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება," - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრეჟვოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.

 

დღის ამბები