უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ რევოლუციურ შტაბად იქცა.
"სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური სუბიექტიდან იქცა რევოლუციურ შტაბად, რომლის სათავეში უნდა მოვიდეს ის ადამიანი, რომელიც რევოლუციურ იდეებს უკეთ განახორციელებს და ამ თემაზეა ერთმანეთში დავა. უკეთესი იქნება, ამ მახასიათებლით ხაბეიშვილი თუ სხვა, ამას გადაწყვეტენ რევოლუციური შტაბის წევრები," - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირსპირება გრძელდება. ამჯერად დავა თავჯდომარეობის კანდიდატების ირგვლივაა. ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას კონკურენტები იქნებიან.