დავით გარეჯის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.
პროკურატურა ბრალდებულებს - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.
უფლებადამცველების განცხადებით, უკვე გამოკითხული მოწმეები ბრალდებულების დანაშაულს ვერ ადასტურებენ.