ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი - ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა, ირაკლი ღარიბაშვილი პარლმანეტში დღეს ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.
"პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოწვევისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.
მანამდე მე მინდა, შემდეგი განცხადება გავაკეთო:
ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, ესაა ფარისევლობა, ესაა სიყალბე და ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამას გარდა თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს რეალურად მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით," - განაცხადა პრემიერმა.