პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს არაერთი სტრატეგიული ობიექტი გადასცა.
"აქ რომ საუბრობთ ახლა ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ რაღაც ვითომ პატრიოტული განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია და ობიექტი გადასცეს ვის? - რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს. თუ გახსენდებათ როგორი პოლიტიკა აწარმოეს ომის შემდეგ? მე მახსოვს ძალიან კარგად. მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს, ეხვეწებოდა შემოსვლას, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ, ომის შემდეგ მაქვს საუბარი, ომამდე რა გააკეთეთ ეგ ძალიან კარგად ვიცი და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე. თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები.
ბატონი მერაბიშვილი, რომელიც არის მეორე არაფორმარული მმართველი "ნაციონალური მოძრაობის", ღიად ამბობდა ამ ტრიბუნიდან, რომ მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო, ეს ცნობილი გამონათქვამი გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ეროვნულ ინტერესებზე ან სანქციების მიერთებაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.