15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა რუსთავის საკრებულოში - ქალაქის ოპოზიციურმა თვითმმართველმა ორგანომ, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა სოციალური პროგრამების ჩაგდებით დაიწყო

6 საათიანი ხმაურიანი სხდომა რუსთავის საკრებულოში - ქალაქის ოპოზიციურმა თვითმმართველმა ორგანომ, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა სოციალური პროგრამების ჩაგდებით დაიწყო.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების შინ მოვლის და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების დახმარების პროგრამები, "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, განხილვაზე რუსთავის მერმა მოადგილეებთან ერთად წარადგინა. საკრებულოს სოციალურმა კომისიამ კი, პროგრამები განხილვისთვის ბიუროზეც არ გადაიტანა.

87 მილიონი ლარით განსაზღვრული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის მერიამ საკრებულოს 14 ნოემბერს წარუდგინა.

""ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის თავმჯდომარის ცვლილებები კი არ უნდა განახორციელოს ყოველ თვე, არამედ ქვეყნის, ქალაქის და სოფლების სიყვარული უნდა ისწავლონ იმ ადამიანებმა, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან წარმოდგენილი. დღეს ვნახეთ კარგი მაგალითი იმისა, რომ როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ასევე პარტია "საქართველოსთვის". როგორ ერთხმად იყვნენ მოწადინებული იმისთვის, რომ არ დაეჯერათ მხარი თუნდაც ერთ-ერთი პროგრამისთვის.

მე, შესაბამისი თანამდებობის პირები ვიყავით საკრებულოს სხდომაზე, რათა გვეპასუხა ყველა იმ კითხვისთვის, რომელიც ექნებოდათ. სამწუხაროდ ეს კითხვები არ იყო, იყო პოლიტიკა. ეს არის მათი რეალური სახე, დემაგოგია და პოლიტიკა," - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები