30 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"ყველაფერი მიწას უკავშირდება, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს" - საქართველოს ცნობილი იტალიელი შეფმზარეული ეწვია

იტალიური სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავი, "მიშლენოსანი" შეფმზარეული კარლო კრაკო საქართველოშია. იტალიელი მზარეული მევენახეობითა და მეღვინეობით განთქმულ საქართველოს რეგიონს, კახეთს ესტუმრება და საქართველოს სიამაყეს - ქართული ღვინის კულტურასა და უნიკალურ ტრადიციებს გაეცნო.

შეფმზარეული, საქართველოს პირველად ეწვია "კურიერს" კი საკუთარ გამოცდილებაზე, იტალიურ და ქართულ სამზარეულოზე ესაუბრა.

"ქართული სამზარეულო 2 წლის წინ გავიცანი. მანამდე ვიცნობდი ქართულ ღვინოს, რომელიც ქართული რეალობის ძალიან საინტერესო და ლამაზი პროდუქტია. ყველაფერი მიწას უკავშირდება, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს და შედეგად ისახება სამზარეულოში, ასევე, ღვინოში. ღვინო და სამზარეულო, ეს 2 ყოველთვის აქტუალურია. ახლა დამწყებებს სამზარეულოს მეშვეობით სურთ ჩაწვდნენ სურთ ჩაწვდნენ სამყაროს, რომელიც არის სამზარეულოს უზრმაზარი სამყარო, რომელიც საუბრობს ყველა ენაზე, არ აქვს საზღვრები და იძლევა დიდ შესაძლებლობებს," - განაცხადა იტალიელმა მზარეულმა. 

დღის ამბები