21 ნოემბერი 2026,   15:44
ვრცლად
ბრიუსელი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ და დროა, რომ ისინი გამოფხიზლდნენ - ლევან მაჭავარიანი

ევროკავშირის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა ხორვატიიდან და პროგნოზი ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლაზე - ევროპარლამენტარი სტივენ ნიკოლა ბარტულიცა მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი ლიდერები მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს დაშორდნენ, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ევროპულ ეკონომიკასა და მრეწველობას, ისე კონტინენტის კულტურულ საფუძვლებს - ქრისტიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბარტულიცა ხორვატიას მოუწოდებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრში არა ბრიუსელის, არამედ მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენოს. განცხადებები ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე "რა განსაზღვრავს ევროპას?" - გაკეთდა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის განცხადება ევროპის რეალურ საჭიროებებსა და იმ პრობლემებს უსვამს ხაზს, რაზეც თბილისი უკვე დიდი ხანია საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ და დროა, რომ ისინი გამოფხიზლდნენ:

"არალეგალური, უკონტროლო მიგრაცია პირდაპირ პრობლემას უქმნის რელიგიურ, ეროვნულ იდენტობას. ის თავსმოხვეული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური რაღაც ლგბტ დღის წესრიგი, პიროვნულ იდენტობას უქმნის პრობლემას და ძალიან მკაფიო გამოწვევებია, რომელზეც პირდაპირ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ. მათ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ასახეს, რომ ზუსტად ამ პოლიტიკით, რასაც ახლა ჩვენ ვახსენებთ, ბრიუსელი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ და დროა, რომ ისინი გამოფხიზლდნენ,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები