21 ნოემბერი 2026,   16:14
ვრცლად
"აბსოლუტურად ვერ თანაუგრძნობენ ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ იმ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რაშიც ყველა ერთად იმყოფებიან" - აკაკი ალადაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტს, რომელიც საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ზუსტად 8 წუთში წაშალა, მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა.

საუბარია პოსტზე, რომლის თანახმადაც, ის აპროტესტებს, რომ 23 ნოემბერი გლოვის დღეა. ამბობს, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშების დაშვება და გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად საზეიმო ღონისძიებების გაუქმება, მთავრობამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვარდების რევოლუციის აღსანიშნ ღონისძიებას დაუმთხვია. თუმცა საქმე იმაშია, რომ გლოვის დღედ მთავრობის დადგენილებით 22 ნოემბერია გამოცხადებული.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი ამბობს, რომ ოპონენტების ნაწილმა მომხდარი ფაქტი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა. მისი თქმით, ისინი ქართველი ხალხის მიმართ თანაგრძნობას ვერ იჩენენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან.

"საკუთარი რაღაც ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, ზოგი ქილიკობდა ამ ფაქტზე. შესაბამისად, ეს არის მათი ბუნების, მათი ხასიათის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და გამოხატულება. ისინი აბსოლუტურად ვერ თანაუგრძნობენ ქართველ ადამიანს, ქართველ ხალხს და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ იმ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რაშიც ისინი ყველა ერთად იმყოფებიან." - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ზუსტად 8 წუთში წაშალა.

 

 

 

დღის ამბები