21 ნოემბერი 2026,   15:16
ვრცლად
პატრიარქი: ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს

დღეს მთავარანგელოზობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ხალხმრავლობა იყო წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, სადაც ტაძრის 30 წლის იუბილეც აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლისთვის იქადაგა.

შიო მესამემ ფონიჭალაში განვითარებულ ტრაგედიაზე გაამახვილა ყურადღება.

"ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა გარდაცვლილ ადამიანს. ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს. მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. ყველა ადამიანს, ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ეძლევა მფარველი ანგელოზი, ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, ყოველი ჩვენგანის გვერდით დგას ყოველთვის, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ"- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

დღის ამბები