29 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგნენ

15 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგნენ. მას ბრალის დადგენილებას სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნობენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში პოლიციაში ჩხუბის მონაწილე და თვითმხილველი მოზარდები იკითხებოდნენ.

შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე 17 წლის მოზარდმა მეათე კლასის მოსწავლეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები