ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირებულია, სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით, მწვავედ ვითარდება, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანგრძლივი ავადობით ხასიათდება.
"გამოხატულია ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება... ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი დგება ახლა, [გრძელდება] დეკემბრის თვეში, იანვრის თვეში," - ამბობს ეპიდემიოლოგი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.
H3N2 ტიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, გასამმაგებულია. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვირუსი პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.
ექიმების რეკომენდაცია, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვაა.