15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ჩვენ არ დავტოვებთ მოლდოვას მარტოს სიცივეში, სიბნელეში და არც რეცესიაში - ემანუელ მაკრონი

მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, მოემზადონ მკაცრი ზამთრისთვის. ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას,- განაცხადა მაია სანდუმ პარიზში მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მოლდოვის მხარდასაჭერად საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

საფრანგეთი მოლდოვას დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხის ნაწილი ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაიხარჯება. ​32 მილიონ ევროს გამოყოფს მოლდოვასთვის გერმანიის მთავრობაც.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი მოლდოვას სიცივეში, სიბნელეში და რეცესიაში არ დატოვებს.

"ჩვენ არ დავტოვებთ მოლდოვას მარტოს სიცივეში, სიბნელეში და არც რეცესიაში. სასწრაფო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვყოთ ახალი პაკეტი 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობით, 10 მილიონი ევრო გამოიყოფა მიმდინარე წლის ბოლომდე გრანტებად ლტოლვილთა უმაღლესი კომისიისთვის, მსოფლიოს სასურსათო პროგრამისთვის და იუნისეფისთვის, კერძოდ, ლტოლვილების მხარდასაჭერად, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა გათბობაზე, საკვებსა და განათლებაზე. ამას გარდა, 2023 წლის პირველ თვეებში მოლდოვის საავადმყოფოები აღიჭურვება მაღალი სიმძლავრის გენერატორებით," - განაცხადა მაკრონმა.

დღის ამბები