8 წლის ძმისშვილზე, სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სამართალდამცველებს ბავშვის დედამ მიმართა და დახმარება ითხოვა. დაკავებულის ოჯახის წევრები კი ფაქტს გამორიცხავენ. ბავშვის მამა აცხადებს, რომ ამბავი გამოგონილია.
"ტვინში აქვს დედამისს პრობლემა, ტვინში. არაფერი დაზიანებები ბავშვს არ აქვს,"- აცხადებს არასრულწლოვნის მამა.
დაკავებულის ცოლი ბავშვის დედას შვილების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს :
"რძალია ისეთი შვილები არ აინტერესებს არაფერი აინტერესებს, ვითომ, თავისი ჭკუით, საძროხეში მოხდაო, საწოლში მოხდაო... ეს არის სისულელე. რომ დაიჭირეს ჩემი ქმარი, თავისით გაჰყვა და დაიბარა - "ბიჭებო მე სუფთა ვარო" - ამას ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს, თავის გაზრდილ ბავშვზე რაებს ეუბნებიან?!"- ამბობს დაკავებულის ცოლი.
გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.