14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25-წლამდე ასაკის მამაკაცი იძებნება. საქმეზე დაკავებულია მოზარდის მამა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეს და თავად გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა. არასრულწლოვანზე აჭარაში იძალადეს. 14 წლის გოგო ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.
"ამბობს, რომ ვიცნობდი ამ ბიჭსო, ჩემი მეგობარი იყოო. მიმოწერები მქონდაო- ეს ბიჭი გზაში მომავალს დაეწია და უთქვამს მე გაგიყოლებ მანქანითო. ჩემმა გოგომ იცნო და გამოჰყვა,"-აცხადებს დაზარალებულის დედა.