15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომიწყოს აუდიენცია.. სააკაშვილის ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმე" - ექსპრეზიდენტის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზად კვლავ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

პარალელურად დღეს შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში წერილი დატოვა. ადვოკატი ითხოვს პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც დეტალურად გააცნობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სესახებ ინფორმაციას.

ის ამბომბს, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეწყალებას არ ითხოვს და ათონელის რეზიდენციაშიც სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მივიდა.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მომიწყოს აუდიენცია და ამ შეხვედრის დროს მე მას გავაცნობ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმის გარემოებას, მისი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია - ამაზე იყო განცხადებაში საუბარი. შეწყალებასთან დაკავშირებით არ მივმართავთ.

მას აქვს უამრავი ბერკეტი, აქვს კავშირი ხელისუფლებასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, შეუძლია შეხვდეს, ესაუბროს მათ. ეს შეხვედრა არც სააკაშვილთან არ არის შეთანხმებული იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაცვის მხარემ რაიმე სტრატეგია, ტაქტიკა ან პოზიციები შეუთანხმოს," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღის ამბები