20 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
ომის 275-ე დღეს უკრაინაში - განთავისუფლებულ ხერსონზე რუსეთის უწყვეტი ავიაიერიშების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა

ომის 275-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება - 7 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა განთავისუფლებულ ხერსონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უწყვეტი ავიაიერიშების შედეგად. აფეთქებებმა დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

7-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდზე რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც, დაზიანდა ადგილობრივი საავადმყოფო.

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარების ინტენსიური თავდასხმების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი ამ დრომდე ისევ შეზღუდულად მიეწოდება.

დღის ამბები