”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო 14 დეკემბერს გამოაცხადებს. დღეს ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელზე მორიგი პროცესი გაიმართა.
საქმის არსებითი განხილვა დასრულდა, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. აქიმიძე და დვალი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელმაც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის კეთილსინდისიერ შემსყიდველად მიიჩნია.
მეორე ინსტანციის სასამართლოსგან მხარეებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ.