საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.
"მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ," – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა