27 ივლისი 2024,   06:50
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები ბელარუსიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარების ცალკეული ნაწილების გადასაყვანად ემზადებიან

გვიან ღამით ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფელს არტილერიით შეუტიეს. დაიბომბა ასევე დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვე, დაღუპულია 2 და დაშავებულია 1 ადამიანი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ახლა ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზეა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ბელარუსიდან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავიანთი ჯარების ცალკეული ნაწილების გადასაყვანად ემზადებიან.


დღის ამბები